Робота для біженців з України
საქმის მწარმოებელი/პროექტის მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმის მწარმოებელი/პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაულაინ ინფრა
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია შპს "ბაულაინ ინფრა" მოღვაწეობს წყალსადენის, წყალარინების, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.

გვესაჭიროება: საქმის მწარმოებელი/პროექტის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ბაკურიანი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგზაო-სამშენებლო სფეროში (მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები).
** უმაღლესი განათლება.
** მართვის მოწმობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა,
** პუნქტუალურობა,
** დისციპლინა,
** გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი,
** მენეჯერული უნარები;

ანაზღაურება: 5000 ლარი + (შეთანხმებით).

2. დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმები, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება.
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი.
** შესასრულებელ საშუალოთა შესრულების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამუშაო ჯგუფების მართვა.
** დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@bauline.ge ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 598 72 61 53
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე