Робота для біженців з України
სამეურნეო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო მენეჯერი
მომწოდებელი: Postred
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კომპანია "POSTRED" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე.

"POSTRED" არის სწრაფად მზარდი კრეატიული სტუდია, რომელიც კინო და ვიდეო თამაშების ინდუსტრიებისთვის მუშაობს. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდიის გამართულ და მოწესრიგებულ მუშაობას ყოველდღიურ დონეზე.

სამეურნეო მენეჯერის ძირითადი სამუშაო ადგილი განსაზღვრულია დიღმის მასივში მდებარე სტუდიაში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პოზიცია ითვალისწინებს ქალაქში გადაადგილებას (მომწოდებლებთან, ხელოსნებთან და ა.შ.).

მოვალეობები

** სტუდიის პერიოდული შემოწმება (კვირაში რამდენჯერმე) ტექნიკური პრობლემების დროულად დასაფიქსირებლად (ნათურები, გაჟონვები, კარის სახელურები და ა.შ.) და აღმოსაფხვრელად.
** მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ნათურების შეცვლა, წვრილმანი გაჭედვების გაწმენდა და ა.შ.).
** სხვადასხვა პროფილის ხელოსნებთან კოორდინაცია (დურგლები, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები).
** საჭირო მასალების მოძიება, ფასების შედარება, სამუშაოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.
** ტექნიკური ხარჯების აღრიცხვა და ქვითრების შენახვა.
** აუცილებლობის შემთხვევაში (მაგ. გაჟონვა ღამის საათებში, განგაშის სისტემის გააქტიურება) — ხელმისაწვდომობა და ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი მანქანა (ან სტაბილური წვდომა ტრანსპორტზე) და მართვის მოწმობა.
** გქონდეთ ხელობის უნარები და გამოცდილება მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში.
** სასურველია, გქონდეთ ხელოსნების და სწრაფად მოსაძებნი რესურსების ქსელი.
** ორგანიზებულობა: ბიუჯეტისა და სამუშაოს შესრულების ნაბიჯების კონტროლი.
** კომუნიკაბელურობა.
** სასურველია, კანდიდატი ცხოვრობდეს დიღმის მასივთან ახლოს.

სამუშაო დატვირთვა

** არასრული განაკვეთი.
** გადაუდებელი შემთხვევები: საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული გამოძახება
** ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოგზავნეთ ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, თქვენთვის სასურველი ფორმატით ელფოსტაზე: careers@postredaudio.com

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 31.08.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე