სსიპ "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" საჯარო სექტორის წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების სისტემებისა და პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე, დანერგვასა და მართვაზე.
როგორც საჯარო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მიზანია, სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, თანამედროვე სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო გადაწყვეტილებების მიღებას.
ჩვენს გუნდში თანამშრომლობისთვის ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ UI/UX დიზაინერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი და არსებული სისტემების მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, მონაცემთა ანალიზი და დიზაინის გადაწყვეტილების შექმნა;
** Wireframes, Mockups, Prototypes შექმნა და ინტერფეისის ვიზუალიზაცია Figma-ში;
** UX-ში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია;
** UI დიზაინი თანამედროვე UX პრინციპებით, სხვადასხვა მოწყობილობისთვის (Web/Mobile/Tablet);
** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპების გამოყენება;
** ფოტო ან ილუსტრირებული მასალის შექმნა / დიზაინი;
** თანამშრომლობა დეველოპერებთან, პროდუქტის მენეჯერებთან და სხვა დიზაინერებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Product/UI/UX დიზაინში ან შესაბამის როლში;
** დიზაინისა და ანალიტიკის სისტემების/ინსტრუმენტების ცოდნა, სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად,
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ssg.gov.ge.
|