Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე:

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ობიექტზე/მაღაზიაში განათებებისა და ელექტრო გაყვანილობების (ნაწილობრივ) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** დაზიანებული ნათურების, ავტომატების, როზეტებისა და სხვა ელექტრო სისტემების შეცვლა-შეკეთება.
** შესაცვლელი დაზიანებული დეტალების და საჭირო მასალების მოძიება.
** ელ. ენერგიასთან დაკავშირებული (ნაწილობრივ) სხვა სამუშაოების წარმოება.
** ვიტრინების შუშების შეკვეთა/მონტაჟი, საკეტების გამოცვლა და ავეჯთან დაკავშირებული წვრილმანი საკითხების მოგვარება.
** მცირე სამღებრო სამუშაოების ჩატარება.
** კომპანიის ობიექტების გამართული ფუნქციონირებისათვის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
** საწყობიდან მაღაზიის ინვენტარით მომარაგება (საჭიროების შემთხვევაში).
** საჭიროებიდან გამომდინარე წინასწარ დაგეგმილი მივლინები საქართველოს ტერიტორიაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ მე-3 კატეგორიის ელექტრიკოსის მოწმობა (სასურველია მე-4 კატეგორია)
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა და მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/pm2DGTRcQG
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე