Робота для біженців з України
ენისა და მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: სიგმა
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
"Sigma" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის თანამდებობაზე.

ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი "Sigma" მუშაობს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვებთან, ინდივიდუალურად მორგებული თერაპიული მიდგომებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო, პროფესიონალური და თბილი გარემო ბავშვის განვითარების მხარდასაჭერად.

სამუშაო პასუხისმგებლობები:

** მეტყველების, ენის და კომუნიკაციის დარღვევების დიაგნოსტიკა და შეფასება;
** ინდივიდუალური თერაპიული გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** სესიების ჩატარება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად;
** თერაპიის პროგრესის მონიტორინგი და დოკუმენტაცია;
** ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდების ცოდნა;
** აუტიზმის სპექტრისა და სხვა სპეციფიკური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** მშობლებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ლოგოპედიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან შესაბამის სფეროში;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სარეაბილიტაციო ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში);
** მეტყველების განვითარების შეფასებისა და კორექციის თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

სასურველი უნარები:

** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ემპათია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: sigmarehabcenter@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ენისა და მეტყველების თერაპევტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე