დასახელება:
მონტიორ-ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
ახალი ქსელები
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 700 ლარი
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი.
** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, თანამშრომელს დამატებით ჩაერიცხება იჯარა - 700 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge.
გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მონტიორ-ინსტალატორი (ქუთაისი)
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|