Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ინშურენს პროვაიდერი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
კომპანია შპს "პრემიუმ ინშურენს პროვაიდერ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტონაწილების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საჭიროებების მიხედვით მასალების და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადების მიღება და შედარება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და შევსების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი (10:00 - 18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@premiumlogistics.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე