Робота для біженців з України
ოფის მენეჯერის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

პასუხისმგებლობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება (ყავა, ჩაი, წყალი)
** ოფისისა და სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის განხორციელება
** კვირაში ორი დღე ოფის მენეჯერის ფუნქციების შესრულება - სტუმრების მიღება და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია

მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში გამოცდილება (სასურველია)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონე

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 800 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ნომერი და სხვა ბენეფიტები
** სადღესასწაულო პრემია

სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 და 11:00-20:00 (დღეგამოშვებით)

შერჩევის ეტაპები:

** აპლიკაციების მიღება და გადარჩევა
** გასაუბრება

რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.

გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge-ზე.

სათაურში მიუთითეთ: ოფის მენეჯერის დამხმარე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:

** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე