Робота для біженців з України
ოჯახის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის მძღოლი
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
ფიზიკური პირი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის მძღოლის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დასვენება)
** 08:30 სთ-დან საღამოს 08:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: 1400 + 100 ლარი (მზარდი ხელფასი)
** შესაძლებელია საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება (ღამე ან კვირა დღეს მუშაობა)
** დამატებითი ბენეფიტი: კვება, დაზღვევა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მინიმუმ 8-წლიანი გამოცდილება;
** თბილისის გზებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა, აგრეთვე ქალაქგარეთ მოძრაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობის დაცვა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამსაქმებლის და ოჯახის წევრების ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველყოფა;
** მოქმედი საგზაო წესების დაცვით გადაადგილება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** დაქვემდებარებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი და ხარვეზების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დამსაქმებლის დავალებით შესყიდვების წარმოება გადაცემული სიის მიხედვით;
** მგზავრის ან სტუმრის აეროპორტში გაცილება ან/და აეროპორტში დახვედრა;
** დაქვემდებარებული ავტომობილისთვის გაწეული ხარჯების აღრიცხვა
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სწორი რეაგირება დამსაქმებლისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება, სადაზღვევო კომპანიაში დარეკვა;
** ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებლის სხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jikidzes@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ
განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე