Робота для біженців з України
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ფეთვერსი
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია "ფეთვერსი" ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა. საქმიანობის დასაწყისიდან "ფეთვერსი" საქართველოში წარმოადგენს ცხოველების ჰიპერპრემიუმ კლასის საკვების იტალიურ ბრენდს, Farmina, რომელმაც მალევე მოიპოვა ჩვენი ოთფეხა მეგობრების სიყვარული.

2024 წლიდან "ფეთვერსის" ბრენდების პროფილში Farmina-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის გარდა, გამოჩნდა ბელგიური პრემიუმ კლასის აქსესუარებისა და ცხოველების მოვლის საშუალებების ბრენდი M-Pets.

კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, 2024 წლიდან, თბილისში, კოსტავას #71-ში, "ფეთვერსის" შოურუმი გაიხსნა, იზრდება სადისტრიბუციო ქსელი, პარტნიორი მაღაზიებისა და ბრენდების რიცხვიც.

ცხოველებზე ზრუნვის კომპანია "ფეთვერსი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

სახელფასო ბიუჯეტი: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან..

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა თბილისსა და რეგიონებში;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე contact@petverse.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

"Petverse`-ის პლატფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში, რაც განაპირობებს, ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებასა და განვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.petverse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე