დასახელება:
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 სთ - 17:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
ფინანსური ანალიზი და მოდელირება:
** კომპანიის ფინანსური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ინტერპრეტაცია.
** საბაზრო ტენდენციების, კონკურენტების და ინდუსტრიის ანალიზი.
** ფინანსური მოდელების შექმნა და განახლება (მაგალითად, შემოსავლების, ხარჯების და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება).
ბიუჯეტირება და პროგნოზირება:
** წლიური ბიუჯეტის შედგენის პროცესის მართვა და კოორდინაცია.
** რეგულარული ფინანსური პროგნოზების მომზადება და ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება.
** გადახრების ანალიზი და მათი მიზეზების დადგენა.
ანგარიშგება და პრეზენტაცია:
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის.
სტრატეგიული მხარდაჭერა:
** ახალი პროექტების, ინვესტიციების და ბიზნეს ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შეფასება.
** ფასწარმოქმნის სტრატეგიების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
** მენეჯმენტის კონსულტირება ფინანსურ საკითხებზე.
კონტროლი და ოპტიმიზაცია:
** შიდა ფინანსური კონტროლის პროცედურების შემუშავებასა და დახვეწაში მონაწილეობა.
** ხარჯების შემცირებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესადმინისტრირებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
** ACCA, CFA ან მსგავსი სერტიფიკატები დიდ უპირატესობას წარმოადგენს.
** ფინანსური ანალიზის, ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
** ფინანსური მოდელირების ძლიერი უნარები.
** MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა (ფორმულები, ფუნქციები, Pivot ცხრილები და ა.შ.) და პრეზენტაციების მოსამზადებელი პროგრამების ცოდნა.
** ფინანსური ERP პროგრამები (მაგ: 1C) და BI ინსტრუმენტების (მაგ: Power BI) ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) დონეზე.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/y2dC
|
|
|
|