Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657635&print=yes&view=jobs
 
წისქვილის ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წისქვილის ოპერატორი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 657635_2025___Application_Form_GE_1740985.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას წისქვილის ოპერატორის პოზიციაზე ფოთის ცემენტის საწარმოში.

ლოკაცია: ფოთი, ლარნაკას ჩიხი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** წისქვილის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დოზატორების მუშაობის კონტროლი;
** ცემენტის ხარისხთან დაკავშირებით უშუალო და მუდმივი კონტაქტი ლაბორატორიასთან;
** ინიციატივები ტექნოლოგიური პროცესის სრულყოფისა და მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად;
** გეგმიურ რემონტებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

არსებული ბენეფიტები:

** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - წისქვილის ოპერატორი (ფოთი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია