დასახელება:
ავტოტექმომსახურების სერვისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მათე მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
საავტომობილო კომპანია "მათე მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტოტექმომსახურების სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ავტომობილების სერვის ცენტრის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა, რაც გულისხმობს:
** სერვისის ყველა სეგმენტის მუშაობის კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას და რეაგირებას,
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვას,
** პრობლემური სიტუაციების ეფექტურ მართვას,
** ახალი ორგანიზაციების და კომპანიების მოძიებას და მათთან ხელშეკრულების გაფორმებას მათი ავტოპარკის სავალი ნაწილის, სამღებრო, სათუნუქე, ქიმწმენდის, პოლირების, რეცხვის თუ ბალანსირების ტექ მომსახურების კუთხით.
მოთხოვნები:
** გამოცდილება სერვისის მენეჯერის პოზიციაზე
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: xg.salesmanager@matemotors.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "სერვისის მენეჯერი".
|
|
|
|