Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657609&print=yes&view=jobs
 
შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა კომუნიკაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულება;
** თანამშრომლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი პროექტებისა და სიახლეების შესახებ;
** შიდა კომუნიკაციის არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა და მართვა (ინტერნეტი, Email; Facebook ჯგუფი და ა.შ);
** ჩართულობის კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
** აღიარების პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** კომუნიკაციების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინტრანეტში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** წერის და კონტენტის რედაქტირების კარგი უნარები;
** კარგი ინტერპერსონალური უნარები;
** ციფრული ტექნოლოგიების მართვის უნარები და გამოცდილება;
** პროექტების მართვის უნარები და გამოცდილება;
** კრეატიულობა და პროაქტიულობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1889

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია