დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ასორტი ვერე
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვაკე-საბურთალო;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1500 ლარი;
ძირითადი ფუნქციები:
** ფილიალებში ელექტრო, წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, გამწოვი, საკანალიზაციო და გათბობა/გაგრილების სისტემების გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალებში არსებული დანადგარების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკოსი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|