Робота для біженців з України
ბუღალტერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თი ჯეი გრუფ
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
შპს "თი ჯეი გრუფ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა/დაარქივება
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების დროული და ზუსტი მომზადება და წარდგენა; ** ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
** ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.
პიროვნული თვისებები და უნარები:

სამუშაო პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი
** მდებარეობა: ქ. ქუთაისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: 1temo.jafaridze@gmail.com ruso@numbers.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე