დასახელება:
საწამოს ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 13 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 სექტემბერი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელოვნური ზედაპირის მასალას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას საწამოს ხელმძღვანელის პოზიციაზე .
სამუშაოს გრაფიკი: 09:30-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის N42 ა
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარი.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია სასაწყობო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის და Excel-ის პრაქტიკული ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა აუცილებელია (ინგლისური ან რუსული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმო პროცესების სრული ციკლის მართვა;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** საწარმოში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული მასალების დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** წარმოებაში განთავსებული მარაგების კონტროლი და მათზე პასუხისმგებლობა;
** მარაგების ინვენტარიზაცია;
** დამზადებული შეკვეთების ხარისხის კონტროლი;
** წარმოების ხელმძღვანელს ევალება პროდუქციის მიწოდების კონტროლი ვადებისა და ეფექტურობის მიხედვით;
** შეკვეთების ინვენტარიზაციის წარმოება;
** პრობლემური ქეისების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** წარმოებაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საწარმოს ხელმძღვანელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|