დასახელება:
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნეს ერთეულებთან) მჭიდრო კომუნიკაცია მათი საჭიროებების დეტალურად გასაგებად;
** ბიზნეს საჭიროებების შეფასება ინტერვიუების ჩატარებითა და პროცესების მიმოხილვის გზით;
** არსებული სისტემების ფუნქციონალის გაუმჯობესება ან ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შეფასება კომპანიის საჭიროებების შესაბამისად;
** მიღებული ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ სპეციფიკაციებად თარგმნა მკაფიო და სტრუქტურირებულ ბიზნეს მოთხოვნების დოკუმენტად (BRD);
** გარე პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან და მომსახურების პროვაიდერებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა.
** ტესტირების გეგმის შემუშავება და მომხმარებელთან მიღების ტესტირების (UAT) კოორდინაცია ახალი ან შეცვლილი სისტემების შემოწმებისათვის.
** ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების ძიება. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების დანერგვა (Make.com, Power Automate და სხვა), რათა კომპანიამ ბიზნეს პრობლემები უფრო ეფექტიანად გადაჭრას და გააუმჯობესოს პროცესები;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან/და სხვა მომიჯნავე სფეროში.
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; მსხვილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის, პროცესების ავტომატიზაციის ან სისტემების ინტეგრაციის პროექტებში მონაწილეობა დიდი უპირატესობა იქნება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზის მეთოდოლოგიების ცოდნა (LEAN, Workflow analysis, BPMN);
** პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სასიცოცხლო ციკლის ცოდნა (SDLC);
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 სექტემბერი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|