Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Love-Life
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
გიკავშირდებით მაღაზია "Love Life"-დან, ისევ სასწრაფოდ!

ვეძებთ კადრს, რომელიც გაყიდვებზე იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული - როცა მომხმარებელი შემოვა მაღაზიაში, საჭიროა აქტიური კომუნიკაციითა და შეთავაზებით ეცადო, რომ ხელცარიელი არ გავიდეს.

გარდა ამისა, ვინც ჩართავს ლაივებს TikTok-ზე და ასე გაყიდის პროდუქციას — თუ გინდა ყოველდღე, თუ გინდა დღეგამოშვებით, ეს თქვენს ბონუსზე აისახება.

ლაივებით მაღაზიის ცნობადობა და გაყიდვებიც იზრდება, და შესაბამისად თქვენს წვლილსაც რეალური შედეგი მოაქვს.

თუ ხარ ნამდვილად გაყიდვაზე და კომუნიკაციაზე ორიენტირებული, შეგიძლია დაიწყო პირობებით: ხელფასი - 800 ლარი + გაყიდული ნივთებიდან 5%-იანი ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: teonadochviri@yahoo.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე