Робота для біженців з України
ცივი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი კერძების მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.

სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე.

ერთი სიტყვით, იდეალური ადგილია ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.

სასტუმრო "ხედი" პანორამული რესტორანი "ხედი" სთვის, აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** რეცეპტურის შესაბამისად კერძების მომზადება,
** ფლობდეს მზა პროდუქციის გაფორმების ხერხებს,
** უზრუნველყოს პროდუქტების შენახვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად,
** ხარისხის, ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა,
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არა ნაკლები 1 წლისა
** პუნქტუალური, ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას ზრდისა და განვითარებისათვის
** მდებარეობა -თბილისი (ავლაბარი)
** გრაფიკი-5/2
** ანაზღაურება: 70 ლარი (ცვლა).

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@khedihotel.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მზარეული".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე