დასახელება:
შეფ-მზარეული
|
მომწოდებელი:
Honey
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
რესტორანი "Honey" ეძებს შეფ-მზარეულს.
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შემოქმედებით და პასუხისმგებლობიან შეფს, რომელიც ჩაუდგება სათავეში ჩვენი სამზარეულოს გუნდს და დაგვეხმარება ჯანსაღი კვების კონცეფციის განვითარებაში.
ამ ეტაპზე რესტორანი მხოლოდ დელივერიზე მუშაობს - ჩვენი მისიაა ჯანსაღი, გემრიელი და ვიზუალურად მიმზიდველი კერძების შექმნა.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს სრული სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** მენიუს განახლება და ახალი, ჯანსაღი კერძების შემუშავება
** პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის მართვა
** მზარეულების გუნდის მართვა, სწავლება და მოტივაცია
სავალდებულო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეფის პოზიციაზე რესტორანში
** ჯანსაღი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ლიდერული უნარები და კრეატიული მიდგომა
პირობები:
** ანაზღაურება: 2, 500 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00
** მეგობრული სამუშაო გარემო და თავისუფლება შემოქმედებისთვის
** შესაძლებლობა, გახდე ჩვენი ბრენდის განვითარების მთავარი ნაწილი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@honeyrestaurant.ge.
|
|
|
|