Робота для біженців з України
ტესტირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
"ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები:

** პროდუქტის ტესტირების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი;
** პროდუქტის შესაბამისი ტესტ-ქეისების იდენტიფიცირება;
** გასწორებული ხარვეზების მონიტორინგი;
** API ტესტირება (Postman, Swagger);
** კომუნიკაცია ვენდორი კომპანიის წარმომადგენლებთან.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** სამუშაო გამოცდილება: მანუალური ტესტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** Linux-ის საბაზისო ცოდნა (Basic level);
** ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა (Basic level);
** API-ებთან მუშაობის გამოცდილება (Postman, Swagger);
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების ცოდნა;
** ტესტ სცენარების და ტესტ ქეისების გამართულად და სტრუქტურირებულად ჩამოყალიბების უნარი;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
** პროაქტიულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესებში;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
** ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გამოაგზავნეთ განაცხადი".

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV: https://jsc-georgian-card.hirehive.com/testirebis-specialisti-tbilisi-vnSVtn

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე