Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657287&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"კოლორ ჯგუფი" - არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.

როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ პაკი" გეძებს შენ მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის მონიტორინგი/კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში ინფორმაციის დროულად მიწოდება ხელმძღვანელისთვის/შესაბამისი სამსახურისთვის;
** შეკვეთების დანიშნულების ადგილამდე დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
** დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ, პროდუქციის ჩაბარება პასუხისმგებელი პირისთვის და შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით გაფორმება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მექანიკური გადამცემთა კოლოფის მართვის გამოცდილება
** შესაბამისი მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას და ფავორიტისა პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 ან 09:00-18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3
ანაზღაურება: 1300 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@cologroup.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია