დასახელება:
სასწავლო პროცესის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბი დი სი აკადემია
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
ა (ა)იპ საერთაშორისო განათლების აკადემია "ბიდისი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა პროფესიული გამოცდილება პოზიციის შესაბამისად.
** უცხო ენის ცოდნა - სასურველია.
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Word, Excel, Internet.
საჭირო უნარები:
** ორგანიზების უნარი,
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი,
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** დროის ეფექტურად მართვის უნარი,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
** დეტალებზე ორიენტირება,
** ინფორმაციის მონაცემთა ანალიზის უნარი.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
** მართავს სასწავლო პროცესს;
** ადგენს სასწავლო ცხრილებს და ახორციელებს მათში ცვლილებებს, განსაზღვრავს ძირითადი და განმეორებითი შეფასების დადასტურების თარიღს;
** მონაწილეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.
** სასწავლო პროცესში ამოწმებს სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და დარგის შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებას.
** პასუხისმგებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო გეგმების შემუშავებისა და ცვლილებების განხორციელებაში, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების.
** ახორციელებს პროფესიული მასწავლებლების მიერ შემუშავებული განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციას, ითანხმებს მას და ქმნის განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტების ბანკს.
** განსაზღვრავს შეფასების შედეგების მიხედვით პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა იმ შემადგენლობას, რომელიც უნდა გავიდეს განმეორებით შეფასებაზე.
** განსაზღვრავს პროფესიული სტუდენტისთვის/მსმენელისთვის დამატებითი კონსულტაციების ვადებსა და ფორმას მიღწევების გასაუმჯობესებლად.
** აღრიცხავს და წარუდგენს ფინანსურ მენეჯერს ჩატარებული საკონტაქტო საათების ოდენობას პროგრამებისა და პროფესიული მასწავლებლების მიხედვით.
** ითანხმებს პროფესიული მასწავლებლების მიერ შემუშავებულ კალენდარულ გეგმებს.
** ხელმძღვანელობს პროფესიული სტუდენტების მობილობის პროცესს.
** უზრუნველყოფს დიპლომის, დიპლომის დანართის, სერტიფიკატის და სერტიფიკატის დანართის მომზადებას.
** პასუხისმგებელია განმსაზღვრელი შეფასების უწყისების აღრიცხვასა და შენახვაზე.
დაინტერესების შემთხვევაში CV-ი გამოგვიგზავნეთ აღნიშნულ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: nabdaladze@gmail.com
მობ.: 571 67 50 50
|
|
|
|