დასახელება:
ელექტრო სისტემის ინჟინერი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
შპს "ზერონი" უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
"ზერონის" წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge
პოზიციის დასახელება: ელექტრო სისტემის ინჟინერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** საინჟინრო გათვლების ზუსტი წარმოება და შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
** მიღებული დავალებების გაანალიზება და შედეგების სრულყოფილი ასახვა პროექტში;
** MEP სისტემებს შორის ეფექტური კოორდინაცია;
** შესრულებული პროექტის ტექნიკური ხარისხის კონტროლი და პროექტის შესაბამის მასალათა ჩამონათვალის სიზუსტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Eplan, Dialux, Revit (ჩაითვლება უპირატესობად)
** უმაღლესი საინჟინრო განათლება.
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კოორდინაციის უნარი;
** მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 11 სექტემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონის" ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|