Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპრინტი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" ეძებს გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშო გრაფიკი: სრული
მისამართი: ა. ენუქიძის #5

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების მოთხოვნა
** ყოველთვიური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი
** საწყობში და წარმოებაში არსებული მასალების ნაშთები კონტროლი
** საწყობიდან გასული მასალების აღრიცხვა და კონტროლი.
** ყოველთვიური რეპორტი ბუღალტერიასთან, ნაშთების, გასული და შემოსული მასალების შედარება.
** ხელმძღვანელი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საწყობის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები

** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითარების და სწავლის დიდი შესაძლებლობა
** კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი
** კვებაზე 50 %-იანი თანადაფინანსება
** ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა დამატებით ბენეფიტებს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე : 032 2 71 76 45 ან ელ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი"

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპრინტ -მა "შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე