Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: Gl School
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი "Gl School" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სწავლების მოტივაცია და სურვილი;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მეგობრულობა და საქმის მიმართ ერთგულება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მოტივირებულობა მუდმივად ზრუნავდე საკუთარი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვთ საგანმანათლებლო სტრუქტურაში მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოსა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე geocentreslanguageschool@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: ბათუმი - ინგლისური ენის მასწავლებელი.

CV-ების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს და დავგეგმავთ მათთან გასაუბრებას.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე