Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657195&print=yes&view=jobs
 
ციფრული არხების ჩატის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული არხების ჩატის ოპერატორი
მომწოდებელი: მანეკი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"მანეკი" - სტაბილურობის გარანტი ციფრულ მომსახურებაში

წელიწადში 100, 000-ზე მეტი შეკვეთა, ათასობით აქტიური მომხმარებელი და 5 წლიანი სტაბილური საქმიანობა ქართულ ციფრულ ბაზარზე - "მანეკი" გთავაზობს არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს სანდო გარემოს, სტაბილურ შემოსავალს და გუნდს, რომელიც აფასებს თითოეული თანამშრომლის შრომას. თუ ეძებ კომპანიას, სადაც შენი ძალისხმევა შედეგად ითვლება - "მანეკი" სწორედ შენთვისაა.

"მანეკი" აცხადებს ციფრული არხების ჩატის ოპერატორის პოზიციაზე ჰიბრიდული ან დისტანციური სამუშაო ფორმატით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი შეტყობინებების დროული და ზუსტი დამუშავება ვებ-ჩატში, სოციალური მედიის მესენჯერებში და სხვა ციფრულ არხებში;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და ეფექტური დახმარება კითხვებზე;
** პროდუქციის, ფასდაკლებების, შეკვეთებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ჩატში მიღებული შეკვეთების გადაგზავნა შესაბამის განყოფილებებში;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის გამავალი ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის ან კონკრეტული საკითხის დაზუსტების მიზნით;
** რთული ან ტექნიკური საკითხების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებზე;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერების რეგისტრაცია და კატეგორიზაცია შიდა სისტემაში;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესებაზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ონლაინ კომუნიკაციის ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე და სწრაფი ბეჭდვის უნარი;
** სასაუბრო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და ვებ-ჩატ პლატფორმების (მაგ.: LiveChat, Zendesk, Messenger, WhatsApp Web) გამოყენების გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული ან დისტანციური (შეთანხმებით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 + ბონუსი შედეგებზე დამოკიდებული.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@maneki.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია