დასახელება:
შეკვეთების შემგროვებელი, მარკირების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მანეკი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
"მანეკი" - სტაბილურობის გარანტი ციფრულ მომსახურებაში
წელიწადში 100, 000-ზე მეტი შეკვეთა, ათასობით აქტიური მომხმარებელი და 5 წლიანი სტაბილური საქმიანობა ქართულ ციფრულ ბაზარზე - "მანეკი" გთავაზობს არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს სანდო გარემოს, სტაბილურ შემოსავალს და გუნდს, რომელიც აფასებს თითოეული თანამშრომლის შრომას. თუ ეძებ კომპანიას, სადაც შენი ძალისხმევა შედეგად ითვლება - "მანეკი" სწორედ შენთვისაა.
"მანეკი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორის პოზიციაზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება-მითვლა-დასტიკერება და ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
** მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შიდა სტანდარტების მიხედვით აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება და სადისტრიბუციო მანქანებში განთავსება;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პროცესში ჩართულობა;
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ხელფასი: 1100 ლარი + საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე info@maneki.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|