საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 34 საცალო ფილიალს.
"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, ცვლებში. თვეში საშუალოდ 15-17 დღე (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი;
ბონუსი: 1000 ლარამდე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში ოპერაციების კონტროლი (გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება)
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი - 18 წლიდან
** ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
** შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
|