Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა, როგორც ამანათის მიღებისას, ასევე გაცემისას
** საწყობში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვის კონტროლი
** კურიერების სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება
** ამანათების კონტროლი და მათი მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება

ძირითადი მოთხოვნები:

** ზუგდიდის უბნებისა და საქართველოს რეგიონების კარგი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** მისამართი: ზუგდიდი, კ. გამსახურდიას N77

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საწყობის ოპერატორი ზუგდიდში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე