Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=657151&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ტექნოლოგიური კომპანია აი თი ბი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
შპს "აი თი ბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook და სხვ.) კარგად ფლობა
** სწრაფად სწავლასა და ადაპტაციაზე ორიენტირებული მიდგომა
** კომუნიკაბელურობა, მეგობრული და პროფესიული ურთიერთობების წარმართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდში მუშაობისა და რთულ რეჟიმში ეფექტურად ფუნქციონირების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე - აუცილებელია, რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა - სასურველია

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება (ხელშეკრულებები, ბრძანებები, ინვოისები, კორესპონდენცია)
** შეხვედრების დაგეგმვა და სტუმრების მიღება
** საოფისე მარაგების აღრიცხვა და დროული შევსება
** ელფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა
** კოორდინაცია გუნდის წევრებთან და გარე პარტნიორებთან
** ხელმძღვანელობის და თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობა

ანაზღაურება:

1000 ლარი (ნეტი), პირველი ერთი თვე - გამოსაცდელი ვადა.

ბენეფიტები:

** სამედიცინო დაზღვევა (სრული ანაზღაურება კომპანიის მხრიდან)

კომპანიის შესახებ:

საქმიანობის სფერო: ენერგეტიკა, IT ინფრასტრუქტურა
არსებობის პერიოდი: 2016 წლიდან;
ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, ვახტანგ გორგასალის ქ. N 111ა .

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: hr@itb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "შპს აი თი ბი - ადმინისტრაციული ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 08 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია