Робота для біженців з України
გურიის რეგიონული პალატის მოადგილე/მენეჯერი - ლანჩხუთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გურიის რეგიონული პალატის მოადგილე/მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" https://www.gcci.ge წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.

ვაკანსიის შესახებ:

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას გურიის რეგიონში, ქ. ლანჩხუთში - გურიის რეგიონული პალატის მოადგილის/მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 საათი
მდებარეობა: გურიის რეგიონი, ქ. ლანჩხუთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: 1, 314 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მეწარმე სუბიექტებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** ახალი წევრების მოზიდვა, პალატების სერვისების გაცნობა და შემდგომი მხარდაჭერა;
** პალატის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მეწარმეების საინფორმაციო უზრუნველყოფა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
** წევრების ბაზების სისტემატური განახლება, მონიტორინგი და ანალიზი;
** პალატის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა;
** პალატის წევრების საჭიროებების პერიოდული კვლევა და მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება;
** სემინარების, ტრენინგების, საინფორმაციო ხასიათის, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის და სხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზება;
** ცნობიერების ამაღლების და კომუნიკაციის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** კანონით, წესდებით და პალატის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

საკონკურსო თემატიკა: კანონი "საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის შესახებ"

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმა და ორგანიზება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** ინიციატივის გამოვლენა და დამოუკიდებლად მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და პარტნიორებთან.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება (საკონკურსო თემატიკიდან იქნება კითხვები);
** გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გურიის რეგიონული პალატის მოადგილე/მენეჯერი".

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 11 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე