დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ოტიუმ დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
** შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება;
** ოფისში შემოსული მომხმარებლის მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო თუ სხვა ნივთების შეკვეთა/ჩაბარება;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
** ელ. ფოსტის მონიტორინგი;
** კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. N106 (მიონის ბიზნეს ცენტრი).
სტაჟირების ვადა: 1 თვე
ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო საათები: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00-დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sales@otium.ge.
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|