დასახელება:
მთავარი მცხობელი
|
მომწოდებელი:
Brod Bakery
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
Wilbour Holding-ის გუნდი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ახალ ობიექტს ხსნის - Brod Bakery.
ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.
2025 წლის გაზაფხულზე კი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod.
ამჟამად Brod Bakery-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, მთავარი მცხობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 8-საათიანი ცვლები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პურის, ფუნთუშეულისა და ობიექტის მენიუში არსებული სხვა პროდუქციის მომზადება, სამუშაო პროცესის ზედამხედველობა
** პროდუქციის მომზადების ეტაპების დაგეგმვა და კოორდინაცია, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია
** თანამშრომელთა გუნდის მართვა, მათი სამუშაო გრაფიკების შედგენა
** თანამშრომელთა დატრენინგება, საჭიროებისამებრ
** ახალი პროდუქტისა და მენიუების შემუშავება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** საცხობის, პროდუქციისა და თანამშრომელთა სამუშაო შედეგების ხარისხის კონტროლი, გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან
** მარაგებისა და სასაწყობე სივრცის მართვა/მონიტორინგი, მარაგების ოპტიმალური განაწილება
** სასაწყობე თუ სხვა პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენების უზრუნველყოფა, მოწყობილობების ტექნიკური მონიტორინგი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირთან
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით. თანამშრომელთა მიერ სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|