დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ტერა ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სს "ტერა ლიზინგი", "ტერაბანკის" შვილობილი, სწრაფად მზარდი სალიზინგო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
თანამდებობის აღწერა: ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: სანდრო ეულის ქ. 7
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული და საბონუსე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, აღრიცხვა და კონტროლი;
** სახელფასო უწყისების წარმოება;
** საბანკო ნაშთების აღრიცხვა, კონტროლი და რეპორტინგი;
** გადარიცხვების შევსება / წარმოება;
** RS.GE-ზე მუშაობა - მიღებული დოკუმენტაციების, მათ შორის ზედნადებების და ფაქტურების დამუშავება;
** კონტრაგენტებთან შედარება და შედარების აქტების შედგენა;
** თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
** ლიზინგის პროგრამაში მუშაობა;
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ორისი / ორის 7-ში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
უნარები და კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ მისამართზე: info@teraleasing.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "ბუღალტერი- (თქვენი სახელი გვარი)".
განაცხადის მიღების ვადა: 31 აგვისტო, 2025 წელი.
|
|
|
|