დასახელება:
მცხობელი
|
მომწოდებელი:
Brod Bakery
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
Wilbour Holding-ის გუნდი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ახალ ობიექტს ხსნის - Brod Bakery.
ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.
2025 წლის გაზაფხულზე კი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod.
ამჟამად Brod Bakery-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მცხობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 8-საათიანი ცვლები (დღის და ღამის)
თვიური ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პურის, ფუნთუშეულისა და ობიექტის მენიუში არსებული სხვა პროდუქციის მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება
** ცომის მოზელვა, ფორმირება, გამოცხობა, მიზან-პლასისა და მარაგების მომზადება/კონტროლი
** ცხობის პროცესის მონიტორინგი ტემპერატურის, დროისა და ხარისხის გათვალისწინებით
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|