დასახელება:
პრისეილერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში.
"ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, ქ. რუსთავის არა ქსელურ მაღაზიაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ- 18:00სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება;
** განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში კლიენტის მოთხოვნების დადგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება.
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თქვენი მონაცემები მითითებულ ბმულზე https://foodservice.selfrecruit.ge/s/uccz
|
|
|
|