დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კარფური სითი
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
"კარფური სითი" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ფიქსირებული ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა
** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი
** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა
** ფილიალის დანაკლისების შემცირებასა და მოგების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** ფილიალის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის განსაზღვრული წესების შესაბამისად წარმოება და ინფორმაციის არსებულ პროგრამაში ასახვა
** ფილიალში ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მაღალი შესრულების წახალისება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საცალო ვაჭრობის სფეროში ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება
** საბონუსე სისტემა
** უფასო ჯანმრთელობის საოჯახო დაზღვევა
** სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობა
მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას ქ. 73.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" /დაგვიკავშირდით ნომერზე 595762323 / 599762323.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|