Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ანკო
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ANKO" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

შპს "ANKO" წარმოადგენს სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელსაც განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და აშენებული აქვს 60, 000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ამჟამად აქვს ოთხი მიმდინარე სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტი და ეძებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს ქალაქ თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობის პროცესის სამართავად.

მისამართი: თბილისი, ქინძმარაულის მეორე შესახვევი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაო პროცესების მართვა.
** მშენებლობის ხარისხის, ვადების და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი.
** სამუშაო ბრიგადების მართვა.
** პროექტის არქიტექტურული, კონსტრუქციული საინჟინრო და სხვა ნახაზების დეტალური შესწავლა, შემსრულებლებისთვის ახსნა და დავალებების მიცემა.
** ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების და სამუშაო დისციპლინის კონტროლი.
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასთან და შესრულებასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** არქიკადის და აუტოკადის ცოდნა
** MS საოფისე პროგრამების ცოდნა - Word, Excel, Project, Visio, Outlook

პიროვნული თვისებები:

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა
დეტალებზე ორიენტირებულობა
გუნდურობა, პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე (გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "საქმეთა მწარმოებელი"): hr@anko.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე