დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ანკო
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
|
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ANKO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ANKO" წარმოადგენს სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების განვითარებას თბილისში. ჩვენი გუნდის მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს ენერგოეფექტური, კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო. დღეის მდგომარეობით, კომპანიას განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და აშენებული აქვს 60, 000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი.
მისამართი: თბილისი, ქინძმარაულის მეორე შესახვევი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე)
** გაყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია CRM სისტემაში
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა
** ბაზრის და კონკურენტული გარემოს ანალიზი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით)
** უპირატესობად ჩაითვლება უძრავი ქონების გაყიდვებში გამოცდილება
** კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM პლატფორმები)
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურობა, პროაქტიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი
რას გთავაზობთ:
** გაყიდვების სტიმულირებადი ბონუსური სისტემა და ფიქსირებული ხელფასი
** პროფესიული ზრდისა და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@anko.ge. სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|