შპს "კახური ღვინის მარანი" 2007 წლიდან დაკავებულია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება/რეალიზაციით. კომპანიის პროდუქცია დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო წარმოების ძირითადი წილი ექსპორტზე გადის აშშ-ში, სინგაპურში, ჩინეთში, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინგლისში, პოლონეთში, შვედეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და სხვა ქვეყნებში.
კომპანია გურჯაანში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მთავარი მოვალეობები:
** საწყობში არსებული დამხმარე საშუალებების ზუსტი აღრიცხვა;
** საერთო Excel ფორმის ორგანიზება და რიცხვების ყოველდღიური განახლება/ანგარიშგება;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და დროული იდენტიფიცირება;
** მასალების მოძრაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წარმოების გუნდთან.
კვალიფიკაცია და უნარები:
** ზუსტი და პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი;
** Excel-ის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** გამოცდილება საწყობის ან მარაგების მართვაში ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: გურჯაანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განაცხადის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kgm.ge
|