Робота для біженців з України
დღის/მორიგე უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის/მორიგე უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 სექტემბერი
"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დღის/მორიგე უმცროსი ექიმის პოზიციაზე გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)
დასაქმების ტიპი: ცვლაში მუშაობა/სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გადაუდებელი მდგომარეობის მქონე პაციენტების შეფასება და პირველადი მართვა;
** ექიმების ხელმძღვანელობით დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცესებში მონაწილეობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა, პაციენტის სწრაფი და ეფექტური მართვისთვის;
** პაციენტის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;

პიროვნული კომპეტენციები:

** ემპათიის და სწორი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ:
** სტაჟირება/პრაქტიკა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უმცროსი ექიმი" ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე