დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Safety Group
|
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
შპს "სეიფთი გრუპი" - შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საგანგებო ღონისძიებების გეგმების მომზადება და განხორციელების კონტროლი;
** არსებული და დაგეგმილი სამუშაოების რისკების შეფასება, რისკფაქტორების აღმოფხვრა ან მინიმიზაცია, უსაფრთხო სამუშაო პროცესების დანერგვა;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
** კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების რისკების შეფასების დოკუმენტაციის შემოწმება და მოთხოვნა;
** სამუშაო გარემოს პარამეტრების მონიტორინგი (ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერი, ვიბრაცია, განათება და სხვა);
** პირადი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სწორი გამოყენების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და შესაბამისი რეგლამენტების დროული და სრულყოფილი შესრულების უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელობისთვის;
** თანამშრომლებთან ღია კომუნიკაციისა და ნდობის კულტურის განვითარება უსაფრთხოების წესების დაცვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი/დიპლომი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
** საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა;
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა.
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.safetygroup1@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოს.
ელფოსტის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|