დასახელება:
ინვენტარიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ჭიტა
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 09 სექტემბერი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
კომპანიაში ვიწვევთ შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს ინვენტარიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** გრაფიკი: 09:30-18:30
** დასვენების დღეები: პარასკევი, შაბათი და კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული ; კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** ობიექტზე განთავსებულ პროდუქციისა და ინვენტარის სრული აღწერა (ინვენტარიზაცია), დათვლა და აღრიცხვა წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით და დამატებით ფორსმაჟორული გარემოების შემთხვევაში (ხელმძღვანელის
მითითების საფუძველზე);
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა (რეპორტინგი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქსელურ სუპერმარკეტში/ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@chita.ge; hr-1@chita.ge
https://b24-ufglfq.bitrix24.site/Form/
|
|
|
|