დასახელება:
რემარკეტინგისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კრისტალ ლიზინგი
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 24 აგვისტო
|
"კრისტალ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რემარკეტინგისა და ლოჯისტიკის მენეჯერი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ლოკაცია: თბილისის სათავო ოფისი (მისამართი)
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის ორგანიზება მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკება და კომერციულად მისაღები პოტენციური სეგმენტების იდენტიფიცირება
** ციფრულ და ფიზიკურ არხებში ინფორმაციის განთავსება და განახლება დადგენილი წესების და კომერციული მიზნების შესაბამისად
** სარეალიზაციო აქტივების ლოკაციის ადგილებში პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვის პროცესის ორგანიზება
** გაყიდვის ხელშეკრულების მომზადება და დაკონტრაქტების პროცესის მართვა სხვა დაკავშირებულ განყოფილებებთან ინტეგრირებულად
** GPS მოწყობილობის მონტაჟი/დემონტაჟი და მუშაობის გამართულობის უზრუნველყოფა
** GPS აქტივების აღრიცხვა მონიტორინგი
** GPS მოწყობილობის მომწოდებლებთან კომუნიკაცია პირობების გაუმჯობესების მიზნით;
** აქტივების ინსპექტირება საჭიროების შემთხვევაში-შეცვლა;
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ოპტიმიზაციის ინიცირება და ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** სწრაფად ცვალებად და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი)
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|