Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656830&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მანქანა დანადგარების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
** მანქანა დანადგარების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
** მანქანა-დანადგარების დასუფთავება, პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
** სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** კვება + დაზღვევა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 8 სექტემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უსაფრთხოების თანამშრომელი თბილისი".

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: https://nova.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია