დასახელება:
გაყიდვების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ჩემი სახლი
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", ონლაინ მაღაზია ICRHOME, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125;
სამუშაო განაკვეთი სრული: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების და ანალიტიკის დეპარტამენტის მართვა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და შეფასება (ფილიალების და კატეგორიების მიხედვით);
** გაყიდვების გეგმების და ბიუჯეტის მომზადება;
** ანალიტიკური მონაცემების საფუძველზე ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის და გუნდის მართვის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საცალო ვაჭრობის ბიზნესში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში 2025 წლის 22 აგვისტომდე გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ გაყიდვების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|