დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
|
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"აზროვნების აკადემიის ბაღის" მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.
აზროვნების აკადემიის ბაღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/
"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით;
** მშობელთა ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა ბაღის სივრცეში;
** ბავშვთა რეგისტრაცია და მომლოდინეთა სიის მართვა;
** დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და პირადი საქმის მოწესრიგება;
** მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა ყოველდღიურ რეჟიმში;
** სწავლის დაწყებამდე მოსამზადებელი ლოგისტიკური საქმიანობის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი რესურსებისა და ინვენტარის მართვა/აღრიცხვა/განაწილება;
** პერსონალის აღრიცხვა/ჩანაცვლება/ანაზღაურების დათვლა - HR-თან ამ საკითხებთან დაკავშირებით ხშირი კომუნიკაცია;
** სამეურნეო და სანიტარული ჯგუფის მუშაობის მონიტორინგი;
** ღონისძიებებთან დაკავშირებული ლოგისტიკური ასპექტების მოგვარება .
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, საჯარო ადმინისტრირება, განათლების ადმინისტრირება ან სხვა შესაბამისი სფერო.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლისა მსგავს სფეროში
** უცხო ენები: ინგლისური ენა
კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარების/პრობლემის გადაჭრის უნარი
** გუნდის კოორდინაციის უნარი
** შემდეგი პროგრამებისა და პლატფორმების გამოყენების ცოდნა (Microsoft Office, Google Workspace)
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. გამრეკელის #41
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფა;
** http://onlineacademia.ge - ზე წვდომა;
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება;
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება;
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2025 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|