Робота для біженців з України
მუსიკის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუსიკის პედაგოგი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
გამოქვეყნდა: 09 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"აზროვნების აკადემიის ბაღის" მიზანია, ბავშვი აღიზარდოს ფსიქოლოგიურად ჯანსაღ გარემოში, რომელიც მის პიროვნულ, ემოციურ და სოციალურ ფუნქციონირება-განვითარებას შეუწყობს ხელს.

აზროვნების აკადემიის ბაღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/

აზროვნების აკადემიის ბაღი აცხადებს კონკურსს მუსიკის პედაგოგის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუსიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ბაღის საგაკვეთილო გეგმის შესაბამისად;
** აღსაზრდელთა მუსიკალური უნარების განვითარება — ვოკალი, რიტმი, სმენითი აღქმა;
** ბაღის დღესასწაულებისა და ღონისძიებებისთვის მუსიკალური აქტივობების მომზადება;
** მოსწავლეთა ინდივიდუალური და ჯგუფური მიღწევების შეფასება და პროგრესის ჩანაწერების წარმოება;
** პოზიტიური, შემოქმედებითი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა;
** სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობა ინტეგრირებულ პროექტებსა და ღონისძიებებში;
** სასწავლო მასალების (აუდიო/ვიდეო მასალები, აქტივობების სცენარები) მომზადება და ადაპტირება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით;
** მშობლებთან კომუნიკაცია — ბავშვის პროგრესის, წარმოდგენების და რეკომენდაციების შესახებ;
** მონაწილეობა სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მუსიკის პედაგოგიკის ან სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: 1-2 წლიანი გამოცდილება სკოლამდელი/დაწყებით საფეხურზე მყოფი ბავშვებისთვის მუსიკის გაკვეთილების ჩატარების კუთხით.

კომპეტენციები და უნარები:

** ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა სწავლების პროცესში
** ორგანიზებულობა და ღონისძიებების მართვის უნარი
** კრეატიულობა და ორიგინალური იდეების გენერირების უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი გაკვეთილების რაოდენობიდან გამომდინარე
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფა
** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებზე და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე